სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა, 18 თებერვალს მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა შემდეგი კერძო სკოლებიდან: "იუჯი", "ცოდნა" და "ლომისი".
ღია კარის დღეზე მოსწავლეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის შეთავაზებების, სიახლეებისა და შიდა რესურსების შესახებ. გარდა საინფორმაციო სიახლეებისა, შეხვედრა დატვირთული იყო გასართობი აქტივობებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან დაანონსდა უნივერსიტეტის ახალი წამოწყება - ინოვაციური პროექტების შესახებ, რომელშიც ადგილზევე ჩაერთნენ მე-12 კლასელები.