სიახლეები
7 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა კერძო სკოლების - "ლამპარი", "გეტი", "აკადემოსი" და "აისი" - მე-12 კლასელებს უმასპინძლა.
ღია კარის დღეზე, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში ისინი გაეცნენ უნივერსიტეტის სიახლეებს აკადემიური მიმართულებით, მიიღეს ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში.
ღია კარის დღეზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დააანონსა სამი ინოვაციური პროექტი - სამაგიდო თამაშების ტურნირი, ინოვაციური პროექტების კონკურსი და დებატების ჩემპიონატი, რომლებშიც მოსწავლეები ინტერესების მიხედვით ჩაერთვებიან.