სიახლეები
18 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლისა და შვედური კომპანია “SENS Group“-ის თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია თემაზე: „ისწავლე ჩვენთან და იმუშავე შვედეთში“.
პროგრამის მთავარი მიზანია შვედეთში პროფესიული სამედიცინო კადრების დასაქმების პროცესის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია შვედეთში დასაქმების და ცხოვრების შესაძლებლობებზე.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესის პირველი სტადია გათვლილია 40 აპლიკანტზე და მისი დაწყება 2019 წლის სექტემბრიდან იგეგმება.