ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 June 2026

საქართველოს უნივერსიტეტში V-Dem Caucasus-ის რეგიონალური ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

 

29 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში V-Dem Caucasus-ის რეგიონალური ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.

ახალი ცენტრი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის შვედეთის გოტენბურგის უნივერსიტეტთან არსებული Varieties of Democracy-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასა და მთავარ კვლევით ჰაბს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში.

V-Dem Caucasus-ის სამოქმედო არეალი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს, ხოლო მისი მთავარი მიზანი V-Dem-ის გლობალურ მონაცემებსა და ადგილობრივ ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, რეგიონში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციების, ინსტიტუციური ცვლილებებისა და საზოგადოებრივი პროცესების სიღრმისეული კვლევაა.

ღონისძიება მთავარი მოხსენებით V-Dem Institute-ის დირექტორმა, სტივენ უილსონმა გახსნა. მან აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე - „დემოკრატიის მდგომარეობა და ტენდენციები დღევანდელ მსოფლიოში“. ოფიციალური ნაწილისა და პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეებმა მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნდა V-Dem - ის წარმომადგენლობა, რომელიც მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბზე შეძლებს მუშაობას და კვლევითი ღონისძიებების ჩატარებას. ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონალურ კოლაბორაციას და მეორეს მხრივ შედეგების მსოფლიო მასშტაბით გავრცობას" - გვიზიარებს კონსტანტინე თოფურია

V-Dem Caucasus ცენტრი შექმნის ცოდნას, თუ როგორ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები, როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში, რა გამოწვევებს აწყდებიან მეზობელი სახელმწიფოები და რა სახის მიღწევებს აერთიანებს მათი თანამშრომლობა - საერთაშორისო არეალზე.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი