სიახლეები
20-21 მარტს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, გაიმართა 2nd ACE Clinical Trial Summit. აღნიშნულ ღონისძიებაში, ორგანიზატორთა მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სალომეა გუჩმაზაშვილმა, რომელიც სწავლობს დოქტორანტურის საფეხურზე საქართელოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში ფოგარტის კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მიერ.