23 October 2023
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა
UG ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ მონაწილეობა მიიღო AECT საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა აბსტრაქტი და პრეზენტაცია „Designing a Comprehensive Health Sciences Education Portfolio Assessment System: Agile Design and Change Management" პროფესორ ელზა ნიკოლეიშვილის და ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის, ანა ჟორჟოლიანის თანაავტორობით.
პროექტი იყო ძალზედ მნიშვნელოვანი, სადაც საინტერესო თანამშრომლობა გვქონდა პროფესორ ჰირუმისთან (ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი) და AECT სპეციალური ინტერესების ჯგუფთან.
საერთაშორისო კონვენცია აერთიანებს საგანმანათლებლო მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლა-სწავლების დიზაინით, შედეგების გაუმჯობესებით და ტექნოლოგიების საგანმანათლებლო გამოყენებით.