სიახლეები
2017 წლის 13 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტს, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის მოწვევით, ესტუმრნენ: პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩი; ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება გიედრიუს პუოჯუნასი; ბატონი იციკ მოშე, ისრაელის სახლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი და დელეგაცია ისრაელიდან - ქალაქ მერის მოადგილე, ბატონი იოსი ხამამი.
ისტორიის დეპარტამენტმა მოაწყო ღონისძიება „თავისუფლების ნამდვილი შვილი“, რომელიც მიეძღვნა ტადეუშ კოშჩიუშკოს, 1746-1817 (პოლონეთის, ლიტვის, ბელორუსიისა და აშშ-ის ეროვნული გმირი, საფრანგეთის საპატიო მოქალაქე) გარდაცვალებიდან მე-200 წლისთავს და პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს. პოლონეთის სეიმმა 2017 წელი ტადეუშ კოშჩიუშკოს წლად გამოაცხადა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, თბილისის # 45-ე, 52-ე, 89-ე, 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების, სკოლა „ალბიონის“ და UG სკოლის მოსწავლეები და ისტორიის მასწავლებლები.
ღონისძიების პირველი ნაწილი იყო ინტერაქტიული ვორკშოფი: ვინ არის კოშჩიუშკო?, ხოლო მეორე ე.წ. „წეპირი ისტორია“, რომლის დროს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს მისმა აღმატებულება ბატონმა ელჩებმა და ბატონმა იციკ მოშემ.
შეხვედრის ბოლოს ისრაელის ქალაქ როშინ ლე-ციონის მერის მოადგილემ ბატონმა იოსი ხამამმა ისტორიის დეპარტემენტის უფროსს ცირა ჩიკვაიძეს გადასცა ქალაქ როშინ ლე-ციონის მშვიდობის მედალი.