სიახლეები
31 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის გორის რეგიონულ ოფისში გაიმართა პრეზენტაცია „ბულინგთან ბრძოლა და მისი პრევენციის გზები საჯარო სივრცეში“.
პროექტი შემეცნებითი ხასიათისაა და ითვალისწინებს მხოლოდ VIII-დან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებას, სამოქალაქო განათლებისა და ფსიქოლოგიის საწყისებთან გაცნობას.
პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებების კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი- ქეთევან ხორავა გახდა.