ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


8 October 2024
პროექტი - ალგორითმები და თანამედროვე ტექნოლოგიები არქეოლოგიაში

 

პროექტი ,,ალგორითმები და თანამედროვე ტექნოლოგიები არქეოლოგიაში'' განხორციელდა 2023-2024 წწ-ში საქართველოს უნივერსიტეტის, ნოტერდამის უნივერსიტეტისა (ინდიანა, აშშ) და ვაიომინგის უნივერსიტეტის (ვაიომინგი, აშშ) თანამშრომლობის ფარგლებში.

მონაწილეები: 

სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი - დავით ბერიკაშვილი

თანახელმძღვანელი პროფესორი -იან ქაითი

ტექნიკური დირექტორი პროფესორი -  შონ ფილდი

კლიფ უაიტი, ანა ჯესპინი (მაგისტრანტები, ვაიომინგის უნივერსიტეტი)

ლევან კვახაძე (დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტი) 

ნოდარ წიწიკაშვილი  (სტუდენტი, საქართველოს უნივერსიტეტი)

 

პროექტი, რომლის ინიცირება მოხდა საქართველოს უნივერსიტეტის მხრიდან, მიზნად ისახავდა თრუსოს ხეობაში (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი) განლაგებული შუა საუკუნეების ნასოფლარებისა და საფორთიფიკაციო ნაგებობების კვლევას არადესტრუქციული, დისტანციური მეთოდების  გამოყენებითა და მიღებული შედეგების დეშიფრირებას შესაბამისი ციფრული პლატფორმების გამოყენებით.

 

კვლევის ობიექტებად განისაზღვრა შუა საუკუნეების ნასოფლარი "კეტრისი" და ამავე პერიოდის ციხე-სოფელი "ზაქაგორი", რომელთა ფოტოგრამეტრიული მოდელირება განხორციელდა DJI Mavic2-ის გამოყენებით, ხოლო მიღებული შედეგები დამუშავდა Emlid Survey  RS3+-ის პლატფორმაზე. 

 

 დასკვნით ეტაპზე, ე.წ. ,,წერტილოვანი ღრუბელი'' დამუშავდა აპლიკაცია Claud Compare Version 2.12.2-ის მეშვეობით, რამაც შესაძლებელი გახადა ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო არქიტექტურული, არაარქიტექტურული, არქეოლოგიური და ლანდშაფტური მონაცემები.  შედეგად,  მოხერხდა იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობის სამშენებლო მასალა უნდა ყოფილიყო საჭირო ამ ორი ციხე-სოფლის ასაგებად და აგრეთვე, თუ რამდენი ადამიანი და დრო იქნებოდა აუცილებელი ამავე სამუშაოს შესასრულებლად. 

 

აღსანიშნავია, რომ სოფ. კეტრისისა და ზაქაგორის ციხე-სოფლების სამშენებლო მასალების, შრომის ხანგრძლივობისა და სამშენებლო ძალის ოდენობის გაანგარიშებების დროს წარმატებით იმუშავა ალგორითმმა, რომელიც პირველად იტალიაში, კერძოდ სიცილიაზე იქნა გამოყენებული 2019 წელს (Kolb, M.J., Kirk S.D. and Balko W.M. Labor Mobilization and Medieval Castel Construction at Selmi, Western Sicily. Routledge. 2019). 

 

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი, ასევე წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს სხვა, შუა საუკუნეების ნასოფლარებისა და საფორთიფიკაციო ნაგებობების არქიტექტურული, არქეოლოგიური, ისტორიული და აგრეთვე, დემოგრაფიული საკითხების შესწავლის დროს. 

 

საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, თრუსოში განხორციელებულ ამ და სხვა ტიპის კვლევებს  სამეცნიეროსთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ნაციონალური დატვირთვაც გააჩნია.  კერძოდ, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აქტიურ დეზინფორმაციულ პროპაგანდას ეწევა, უგულველყოფს-რა ძირძველი ქართული ტომების, "წანარებისა" და "დვალების" აქ მოსახლეობის ფაქტებსა და თრუსოსა და მის მიმდებარე ხეობებს,  ეთნიკურად ოსი მოსახლეობის საცხოვრებლად აცხადებს, უაღრესად მნიშვნელოვანია მყარი სამეცნიერო კონტრ-არგუმენტების ქონა, რომელთა მოპოვებაც მხოლოდ მსგავსი ტიპის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების განხორციელების შედეგად არის შესაძლებელი. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი