15 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა (UGSPN) უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე -სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და სტრატეგიული გავლენა რეგიონზე.
დისკუსიის ფარგლებში განხილეს:
დისკუსიაში მონაწილეებმა: გიორგი მჭედლიშვილმა - ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ტუმასიანმა - ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი და მოდერატორმა - შალვა ძებისაშვილმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი - განიხილეს სომხეთის არჩევნებში მიღებული შედეგების გავლენა მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტზე, ასევე ის თუ რა რეალობის წინაშე დგას კავკასია და რა შესაძლო რისკებს ზრდის ქვეყნების მიერ არაკოორდინირებული გადაწყვეტილებები.
საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრი (UGSPN) აქტიურად მასპინძლობს მსგავსს, საჯარო დისკუსიებს და თავის მხრივ როგორც სტუდენტებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს საშუალებას აძლევს არსებული პოლიტიკური გამოწვევების ირგვლივ საკუთარი თვალსაწიერი გაიმრავალფეროვნონ და გაეცნობ იმ შესაძლო სიახლეებს, რაც დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილია - პოლიტიკურ ველზე.