13 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის, უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა (UGSPN) საჯარო დისკუსიას უმსაპინძლა თემაზე: "ომი ურანში: გავლენა რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე"
მოწვეულმა სპიკერებმა, ინტერაქციულ ფორმატში განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე არსებული გავლენებისა და საერთაშორისო უსაფრთოების გამოწვევები, ირან-ამერიკის დაპირისპირების ფონზე. თავის მხრივ ეს კონფლიქტი გავლენას ახდენს გალფის ქვეყნების მოწყვლადობაზე, რა თქმა უნდა, ნავთობის მოპოვებისა და რეალიზაციის ნაწილში.
შეხვედრაზე განხილული იყო პოლიტიკური რაკურსი, რომელიც პირდაპირ ბმაშია რელიგიურ ნარატივთან და ასახავს შესაძლო ესკალაციის მასშტაბს. საქართველოს უნივერსიტეტის UGSPN ცენტრის ხელმძღვანელობით, მოწვეული სპიკერები ინტერაქციულ ფორმატში პასუხობდნენ დარბაზის შეკითხვებს და განიხილავდნენ დღევანდელი ირანის გამოწვევებს, ხელთ არსებული, ფაქტობრივი საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით.
" ეგრედ წოდებული ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანი ახლა კიდევ ერთხელ დგას ისტორიისთვის გარდამტეხ მიჯნაზე, რაც თავის მხრივ კომპლექსურ პროცესებთან არის დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ომი არ არის ერთი კონკრეტული მტრულად განწყობილი სახელმწიფოს დაპირისპირება მეორესთან, მასშტაბური თვალსაზრისით ეს ომი, პოლიტიკური ბალანსის, ძალთა გადანაწილების კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია, რისი შედეგის განსაზღვრაც ფაქტობრივად შეუძლებელია" აღნიშნა, საჯარო დისკუსიაზე მოწვეულმა სპიკერმა, ალექსანდრე ლაცაბიძემ, თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.