სიახლეები
17 მარტს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა ქალბატონი სანდრა რულოვსის საჯარო ლექცია თემაზე - გლობალური ჯანმრთელობის პოლიტიკა: გარემოს ჯანმრთელობა. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები, ასევე საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები. ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა სანდრა რულოვსმა ისაუბრა გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკასთან და გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრადიციული და ახლად წარმოქმნილი მავნე გარემო ფაქტორები და მათი გავლენის შედეგები, გლობალური რესურსების გამოფიტვა, გლობალური დემოგრაფია, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები და სხვა. ლექციის დასასრულს ქალბატონმა სანდრამ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.