სიახლეები
27 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ინფექციის პრევენცია და კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში: 21-ე საუკუნის გამოწვევა“.
ლექციას გაუძღვება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ეპიდემიოლოგი, ბატონი გიორგი ჩახუნაშვილი.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 27.04.2018
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდიტორია # 204
დრო: 19:00