სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში 16 მარტს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „ესთეტიკური მედიცინის საკითხები“. ლექციას უძღვებოდა პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გია გვარამია. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და დაინტერესებული პირები. ლექციაზე განხილული იყო ესთეტიკური მედიცინის განვითარების ისტორია, ლაზერების გამოყენება ესთეტიკურ მედიცინაში, კანის ლაზერული განახლება, ფოტოგაახალგაზრდავება, თმის მოცილება ლაზერით, ლაქების მოცილება, კაპილარული ქსელის ფოტოკოაგულაცია ლაზერით, ბოტოქსი, ტატუირების მოცილება და ესთეტიკურ მედიცინაში დღეისათვის გამოყენებული სხვა თანამედროვე მეთოდები. ლექციის დასასრულს ბატონმა გიამ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.