სიახლეები
12 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - ჟურნალისტიკა პოპულიზმისა და ყალბი ამბების ეპოქაში
ლექციას უძღვებოდა, ნასტია არაბული - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, განხილულ საკითხებს შორის მედია თავისუფლების და არსებული სამუშაო გარემოს გამოწვევები იყო.
საუბარი შეეხო მედიის როლს საზოგადოების განვითარების ნაწილში, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს, რომელიც მრავალხმრივ პრიზმაში უნდა ატარებდეს საზოგადოებისთვის საინტერესო და საჭირო თემებს.