სიახლეები
12 ნოემბერს, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა ცხოველების მიმართ”.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო ტოლერანტობის მნიშვნელობა და ტოლერანტული გარემოს შექმნის აუცილებლობა ცხოველების მიმართ.
ლექციაზე ასევე განიხილეს ის გარემო, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში ცხოველების მიმართ.
ლექციას გაუძღვნენ სპიკერები: თიკო კვალიაშვილი - ცხოველთა უფლებების აქტივისტი და თინათინ ჭავჭანიძე ფსიქოლოგი, ორგანიზაცია ცხოვრელთა უფლებების კომიტეტის დამფუძნებელი.