სიახლეები
14 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა გარემოს მიმართ“.
ლექციაზე საუბარი შეეხო დღევანდელ ეკოლოგიურ გარემოს, საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს და მის გადაჭრის გზებს.
სპიკერმა ასევე, ყურადღება გაამახვილა საზოგადოების როლზე ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს მშენებლობაში.
ლექცია ჩაატარა გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელმა ბ-ნ ზურაბ შევარდნაძემ.