სიახლეები
6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ ზუგდიდში მდებარე რეგიონულ ოფისში გამართა საჯარო ლექცია თემაზე- „სოციალური მედია კამპანიები“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
· სოციალური მედიის არსი;
· სოციალური მედიის სწორად გამოყენება;
· კონტენტის შექმნის პრინციპები;
· სოციალური მედია კამპანიის მაგალითები.
საჯარო ლექციას გაუძღვა სტრატეგიული კომუნიკაციების (PR) და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი- ქ-ნ ლელი ბიბილაშვილი.