სიახლეები
22 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ტოლერანტობა შვილების მიმართ“.
ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, სპიკერმა, დათო ტურაშვილმა საინტერესო ადამიანური ისტორიებით, სხვადასხვა ტიპის მშობლისა და შვილის ურთიერთობა განიხილა. ასევე, ხაზი გაესვა მშობლის როლს შვილის ფასეულობების ჩამოყალიბებაში.
ღონისძიებას გაუძღვა მწერალი, დათო ტურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი.