სიახლეები
22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ღია სემინარი თემაზე: ,,ქართლ-კახეთის სამეფო: ნუმიზმატიკური ისტორია“.
სემინარს უძღვებოდა ირაკლი ფაღავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.