სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის, ქართულ ამერიკულ კინოაკადემიაში სალომე ჯაშის ფილმის " მოთვინიერება" კინოჩვენება გაიმართა. ეს ნამუშევარი რეჟისორმა, 2021 წელს გადაიღო.
დოკუმენტურ ფილმში, აღწერილია ის პროცესები, რაც თან ახლდა საქართველოს ზღვისპირა რეგონებიდან უზარმაზარი ხეების გადატანას, ერთი კონკრეტული ლოკაციის მიმართულებით.
"მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.„Sundance“-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ფილმი ასე იყო დახასიათებული - „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.