სიახლეები
პროექტის - "საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში" ფარგლებში 18 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) პროფესორები და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორებმა პროექტში მონაწილე ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის მთელი დღის განმასვლობაში ჩაატარეს ლექციები გლობალური ჯანდაცვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ჯანმრთელობის კურსის პირველი ნაწილი ჩატარდა ტრომსოს უნივერსიტეტში.