სიახლეები
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის/Institute of Georgian,German and International Criminal Law- პუბლიკაცია "ქართული ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაცია" უკვე ხელმისაწვდომია სამართლის ეროვნული ბიბლიოთეკის (სების) ბაზაში.
ქართული სისხლის სამართალი, უკვე კარგა ხანია, განიცდის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ევროპული კავშირის სამართლის გავლენებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება შედარებით ახალია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდე ევროკავშირის სისხლისსამართლებრივი ზეგავლენები ქართულ სისხლის სამართალზე უმნიშვნელო იყო."
აღნიშნული კრებულის მიზანია, კონფერენეციაზე წარმოდგენილი მოხსენებების ერთიანი სახით გამოცემა, რომელიც განკუთვნილია როგორც იურისტებისთვის, ასევე სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ქართულ-გერმანული მრავალფეროვანი სამართლებრივი ურთიერთობების მოზაიკაში.