სიახლეები
სამართლის სკოლის სტუდენტი - ქეთევან ხორავა ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლის (ISIE-international school of intellect and education) - აიესაის პრეზიდენტად აირჩიეს. ორგანიზაცია დაარსდა 2011 წელს და ემსახურება არაფორმალურ განათლების განვითარებას. აიესაი ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ახალგაზრდების განვითარების კონგრესი, საჯარო გამოსვლები, ფოტოპროექტი, აიესაის მხატვარი, გაცვლითი პროგრამები ევროპაში და სხვა.