ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 April 2026

კვანტური გამოთვლების კურსი ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებისთვის

 

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა,"ბაქსვუდის" სკოლასთან თანამშრომლობით, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ხელშეწყობით უფროსკლასელებისთვის კვანტური გამოთვლების კურსს იწყებს. მისი მიზანია მოსწავლეებში კვანტური გამოთვლებისადმი ინტერესის გაღვივება და ამ სწრაფად განვითარებადი სფეროს ძირითადი იდეების გაცნობა.

26 მარტს, კურსის დაწყების აღსანიშნავად, პირველი შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში შედგა, რომელსაც 30-მდე ბაქსვუდელი უფროსკლასელი ესწრებოდა. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ირაკლი ნოსელიძემ, მოსწავლეებს კვანტური ტექნოლოგიების საფუძვლები გააცნო, ხოლო სინთეტიკური ბიოლოგიის ცენტრის მკვლევრებმა, ანასტასია გურასპაშვილმა და ნინი ქაჩლიშვილმა ცენტრში მიმდინარე კვლევები წარუდგინეს. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის საინჟინრო-კვლევითი ლაბორატორიები.

კურსის მთავარი მიზანია არა სიღრმისეული თეორიის სწავლება, არამედ ცნობისმოყვარეობის გაღვივება, ახალი ტიპის აზროვნების წახალისება და იმ შესაძლებლობების ჩვენება, რომლებიც კვანტურ ტექნოლოგიებს აქვს, მომავალში. კურსის ფარგლებში, ბაქსვუდელი მოსწავლეები ინტუიციური მაგალითებისა (მყისიერი აღქმა: ადამიანს არ სჭირდება ღრმა ანალიზი, რათა მიხვდეს არსს) და ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით გაიგებენ, როგორ განსხვავდება კვანტური სისტემები კლასიკური კომპიუტერებისგან და რას ნიშნავს ისეთი ცნებები, როგორიცაა: ქუბიტები, სუპერპოზიცია, გადახლართულობა და კვანტური გაზომვა.

ამასთანავე, კურსი მოიცავს IBM Qiskit-ის საფუძვლების პრაქტიკულ სწავლებას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ისწავლიან, მარტივი კვანტური სქემების აგებას, სიმულაციების გაშვებასა და რეალურ კვანტურ სისტემებზე ექსპერიმენტირებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი