ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


22 March 2021
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები 10-14 მარტს ჯონ ჯექსონის იმიტირებულ საერთაშორისო კონკურსში - John H. Jackson Moot Court Competition მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიო სავაჭრო სამართალსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დავის გადაწყვეტის პროცედურების შესახებ სტუდენტებში ცოდნის გაღრმავებაა. 

გუნდი შიდა კონკურსის საფუძველზე შეირჩა. 6 თვის განმავლობაში წევრებმა გაიარეს კვლევის, წერის და ზეპირსიტყვიერი რაუნდებისთვის მზადების შრომატევადი პროცესი. 

პანდემიის გამო, 2021 წელს კონკურსი დისტანციურად მიმდინარეობდა, თუმცა, პანელისტები ჩვეული ინტენსივობით ერთვებოდნენ კითხვებით, როგორც კაზუსის გარემოებების, ისე მსოფლიო სავაჭრო სამართლის თეორიული საკითხების თაობაზე. 

ვულოცავთ ნაყოფიერ მონაწილეობას გუნდის წევრებს: მაია მუმლაძეს, თიკო ზვიადაურს, ანა მიხელიძეს და ნიკა გოგაშვილს. გუნდის მწვრთნელი იყო თინა თავხელიძე.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი