სიახლეები
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო კომერციული მედიაციის ონლაინ კონკურსისთვის (ICC Commercial Mediation Competition, Paris) ვაცხადებთ UGLS-ის გუნდის შესარჩევ კონკურსს!
საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსი არის წლის უდიდესი საგანმანათლებლო ივენთი. მასში მონაწილეობენ მსოფლის საუკეთესო სამართლის სკოლები და გამოცდილი მედიატორები.
კონკურსი გაიმართება 2021 წლის 5-11 თებერვალს.
კონკურსში მონაწილეობის და კონკურსისთვის მომზადების ხარჯები სრულად დაფინანსებულია უნივერსიტეტის მიერ.
ჩვენი სამართლის სკოლის გუნდის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოქმედ სტუდენტებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას.
დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (ორივე ინგლისურ ენაზე) შემდეგ მეილზე: ugls@ug.edu.ge
კონკურსის შესარჩევი პირველი ტური გაიმართება 2020 წლის 27 ნოემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ ფორმატით.
შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: ugls@ug.edu.ge
პარიზის კონკურსის შესახებ დამატებითი ინფო იხილეთ აქ:
https://2go.iccwbo.org/icc-international-commercial...