ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


1 September 2025
საერთაშორისო ვორქშოფი - ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში

 

ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 19-25 აგვისტოს  გაიმართა საერთაშორისო ვორქშოფი თემაზე  "ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში".  შეხვედრა ჩატარდა მესტიაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სვანეთის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმის მხარდაჭერით. პროექტის თანაორგანიზატორი იყო დიჯიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველო.

პროგრამა ინტერდისციპლინური კვლევის საკითხებს მოიცავდა და ითვალისწინებდა ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ცოდნის გადაცემას დიჯიტალური ჰუმანიტარიის ისეთ აქტუალურ პრობლემაზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და ქართული ენა ციფრულ ეპოქაში. 

ვორქშოფის სალექციო ნაწილი ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

  • ხელოვნური ინტელექტი - მედლის ორი მხარე (პროფ. მანანა თანდაშვილი);
  • ხელოვნური ინტელექტი ქართული ენის ციფრული მდგრადობისთვის (პროფ. ლელა მირცხულავა);
  • ხელოვნური ინტელექტი და ქართულ ხელნაწერთა ციფრული გაშიფვრა eScriptorium-ის გამოყენებით (დოქტ. მარიამ ყამარაული);
  • ენობრივი მოდელები (დოქტ. ტობიას ვაისი);
  • ტოკენიზაციისა და დაბალი სიხშირის მქონე ტოკენების პრობლემა ქართულ AI აპლიკაციებში მანქანური თარგმანის მაგალითზე (ვახტანგ ელერდაშვილი).

ვორქშოფის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ასპექტების დემონსტრირება გაიმართა,  ქართულ ენასთან მიმართებით. პროექტი განხორციელდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, დოქტ. მარიამ ყამარაულის ხელმძღვანელობით. 

აღსანიშნავია, რომ ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წარმოადგინეს ქართველმა და უცხოელმა ქართველოლოგებმა:

  • ელზა ასანიძე - ქართული ენის მორფოლოგიური ტიპოლოგიის კვლევა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით;
  • მარიამ გობიანიძე - აფორიზმების ეკვივალენტობის საკითხი „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ თარგმანებში;
  • ალექსანდრა კირნოსოვა - ციფრული ინსტრუმენტები, ეთიკა და ჩართულობა საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირებაში: სამაგისტრო ნაშრომზე დაფუძნებული ხედვები;
  • იანიკ ლიტკე - კონცეპტი მარგალიტი "ვეფხისტყაოსანში" და მისი ეკვივალენტები პოემის ესპანურ თარგმანებში (შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი);
  • კოტე ლომიძე - „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტოლოგიური პრობლემები და მათი გადაწყვეტის ახალი გზები ციფრულ ეპოქაში;
  • დავით მიასურაძე - სამართალი აღმაშენებელთა მეფეთ-მეფეთა: სამართლის პირველი ქართული კოდიფიკაციის რაობისათვის;
  • მარინა მჟავანაძე - რიტორიკული კითხვები ქართულ პოლიტიკურ დისკურსში;
  • ნონა ნიქაბაძე - კონცეპტი დევი "ვეფხისტყაოსნში" და მისი ეკვივალენტები პოემის თურქულ თარგმანში (შედარებით-შეპირისპირებითი ანალიზი); 
  • ზურაბ ოქროპირიძე - პროსოდიული სტრუქტურების მოდელირება და ხმის სინთეზი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით;
  • მარიამ რუხაძე - გრამატიკალიზებული ნაზმნარი ფუნქციური ელემენტები, მათი სემანტიკური ნიშნები და ანალიზი კორპუსლიგვისტურ ჭრილში;
  • ლიკა შონია - აფორიზმების ეკვივალენტობის საკითხი „ვეფხისტყაოსნის“ მეგრულ თარგმანებში;
  • თათია ცეცხლაძე -  ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი გენდერულ ჭრილში;
  • გიორგი ჯღარკავა - ენობრივი ფორმულების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი ქართულსა და მეგრულში;
  • იულიან ჰაშე - საქართველოს პრეზიდენტების საინაუგურაციო გამოსვლების შედარებითი ანალიზი;

პროექტის კოორდინირებას უწევდა,  ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მარიამ გობიანიძე






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი