სიახლეები
14 სექტემბერს, Rooms Hotel Tbilisi-ში გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამისა და TOLES სამართლებრივი ინგლისურის ცენტრის პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტში, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის, შეიქმნა საერთაშორისო ბიზნეს სამართლის (IBL)ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ყველა სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო იმიტირებული პროცესის კონკურსებში:
საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის სტუდენტებსა და მოქმედ იურისტებს, სთავაზობს ასევე TOLES სამართლებრივი ინგლისურის ცენტრს. TOLES გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი აღიარებული და ყველაზე პრესტიჟული სერტიფიკატი სამართლებრივ ინგლისურში, რომლის ოფიციალური წარმომადგენლი, კავკასიის რეგიონში, მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტია.