სიახლეები
მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელიც შეეხებოდა ჯანდაცვის სისტემის განვითარებას საქართველოში.
პრეზენტაცია წარმოადგინა ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორმა თამარ ლობჟანიძემ და პროფესორმა ქეთევან გოგინაშვილმა. განხილული იყო ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ეტაპები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორის განვითარების მიმართულებები.