სიახლეები
29 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „წამლები ქალებისათვის- მედიკამენტური თერაპიის თავისებურებები ქალთა პოპულაციაში“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო, გენდერული მედიცინის განვითარების პერსპექტივები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის მედიკამენტური მკურნალობის თავისებურებები.
ღონისძიებას ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ქ-ნ ელზა ნიკოლეიშვილი გაუძღვა.