სიახლეები
24 აპრილს, ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ჟოზე სარამაგუს რომანი - იესოს სახარება“.
ლექცია წაიკითხა მწერალმა, რეჟისორმა და მთარგმნელმა ბ-ნ მიხეილ ანთაძემ, რომელმაც თარგმნა ნობელის პრიზის ლაურეატი პორტუგალიელი მწერლის ჟოზე სარამაგუს რომანი „იესოს სახარება. მწერალმა ისაუბრა სწორედ ამ რომანის შესახებ და ვრცლად განიხილა ბიბლიური სიუჟეტი თანამედროვეობის ფონზე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ ანთაძე არის 1987 - მონტე-კარლოს საერთაშორისო ფესტივალის "მთვარის გლობუსი - ის" გრან-პრის მფლობელი.