27 April 2017
საჯარო ლექცია თემაზე: „თანაგრძნობა თანამედროვე მსოფლიოში“
27 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტმა ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე:„თანაგრძნობა თანამედროვე მსოფლიოში“.
ლექცია წაიკითხა სცენარისტმა ბ-ნ აკა სინჯიკაშვილმა, რომელმაც საკუთარი მაგალითებით თანაგრძნობის უნიკალურ ფენომენზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ აკა სინჯიკაშვილი 2017 წლის 18 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.