25 April 2017
საჯარო ლექცია თემაზე: „ქალი მსოფლიო ლიტერატურაში“
25 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტმა ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ქალი მსოფლიო ლიტერატურაში“. ლექცია წაიკითხა მწერალმა ქ-ნ თამთა მელაშვილმა.
ლექციაზე მწერალმა განიხილა ქალები ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში.
შეგახსენებთ, რომ თამთა მელაშვილი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიანტია. ასევე, მწერალს თავის სადებიუტო რომანში „გათვლა“ ფრანკფურტში, გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრიზი და ქართული ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.