სიახლეები
4 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ბლოკჩეინ რევოლუცია- ანუ როგორ ცვლის ბლოკჩეინ ტექნოლოგია ბიზნესს და მსოფლიოს“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო სიახლეები, რომელსაც ბლოკჩეინი სთავაზობს მომხმარებელს: ელექტრონული საფულეები,გონიერი კონტრაქტები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რატომ არის ბლოკჩეინი საუკეთესო გზა მომხმარებელსა და ინსტიტუტებს შორის ნდობის შესაქმნელად, რათა მათ ერთმანეთში მშვიდობიანად და კეთილსინდისერად გაცვალონ ღირებულებები.