სიახლეები
10 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“.
ლექციის ძირითადი თემა იყო რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და როგორ უნდა გავხადოთ ის უფრო სასარგებლო საზოგადოებისთვის.
ლექცია წაიკითხა ქ-ნ მარიკა მჭედლიძემ, საქართველოს უნივერსტეტის მოწვეულმა ლექტორმა, რომელიც არის მადრიდის კარლოს მესამის უნივერსიტეტის მაგისტრი, ასევე, ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის წევრი და სერთიფიცირებული მარკეტერი PCM.