სიახლეები
23 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე: „ცხოველების ფსიქიკა და ინტელექტი“. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი.
ლექციაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: ცხოველთა ევოლუციური განვითარება, ინსტინქტები, ინტელექტი და კულტურა ცხოველთა სამყაროში.
ლექცია წაიკითხა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქნ. დალი ბერიკაშვილმა.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმით დასრულდა.