სიახლეები
18 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე „პოლიტილური ტოლერანტობის კონტექსტი“.
ლექცია წაიკითხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნინო ბაღაშვილმა.
ლექციაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: პოლიტიკური ტოლერანტობის მნიშვნელობა, საქართველო სხვადასხვა ეპოქაში და პოლიტიკური ტოლერანტობა, პოლიტიკური პარტიებისა და მთავრობის როლი პოლიტიკური ტოლერანტობის დროს, პოლიტიკური და მედია პლურალიზმი.
ლექცია კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.