სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტმა 16 ნოემბერს ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე „სიტყვისა და თვითგამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტობა“.
ლექცია წაიკითხა საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა: სიტყვის თავისუფლება, ტოლერანტობა, ტოლერანტული ღირებულებები, დემოკრატიის მნიშვნელობა. საუბარი ასევე შეეხო საფრანგეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს და ზოგადად ტერორიზმს.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში დასრულდა.