სიახლეები
22 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება საქართველოში: ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე გამოწვევები", რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, თამარ გაბოძემ სტუდენტებს გაუზიარა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული მიღწევები.
კონკრეტული ქეისები შეეხებოდა როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის პრეფერენსიებს, რომელზეც მუშაობდა და მუშაობს ორგანიზაცია. სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების საკითხები საქართველოში, არსებული გამოწვევები და ის გამოცდილებები, რაც საერთაშორისო სამართლის ბაზაში არსებობს.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ ინტერაქციაში თამარ გაბოძემ, დეტალურად ისაუბრა სამართლებრივ იმ ნორმებზე, რითაც რეგულირდება, ადამიანის უფლებები, თუ რა არის ამოსავალი წერტილი და როგორია პრაქტიკულად აღსრულების ნაწილი.