სიახლეები
2018 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შეხვედრას გაუძღვნენ ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე, ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი.