ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


7 March 2023
„სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა"

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 2022-23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებენ კონკურსს სასერტიფიკატო კურსზე:

 

„სამართლიანი საზოგადოება: კანონის უზენაესობა და კეთილდღეობაზე ხელმისაწვდომობა"

სასერტიფიკატო კურსზე დაიშვებიან საქართველოს უნივერსიტეტის

სამართლის 

პოლიტიკის მეცნიერების 

სოციალური მუშაობის 

საჯარო ადმინისტრირების (ან სხვა მონათესავე დარგის) 

სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე (როგორც წერის, ასევე ზეპირი მეტყველების უნარებს). 

კურსი წარიმართება ჰიბრიდულად - პირველი ორი შეხვედრა ჩატარდება ადგილზე, სააუდიტორიო შეხვედრების ფორმატში, ხოლო დანარჩენი დისტანციურად. 

შერჩეული სტუდენტებისთვის კურსში მონაწილეობა უფასოა 

ხარჯებს სრულად ფარავს სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროექტი „Just Society”.

კურსზე რეგისტრაციის ბმული - https://bit.ly/3kJn5uf

კურსზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მარტი

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

პოტენციურ მსმენელებთან გასაუბრება ჩატარდება 16-22 მარტის პერიოდში.

კურსის ხანგრძლივობაა 14 კვირა

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი