სიახლეები
2015 წლის 3 ოქტომბერს, სამართლის სკოლამ ახალწვეული მაგისტრანტები პროფესორებთან ერთად მიიწვია ლიტერატურულ კაფე “ნოველაში”. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მაღალი კონკურსი 143 მსურველიდან მხოლოდ 55-მა გაიარა და მოიპოვა სწავლის უფლება.
საღამომ სასიამოვნო გარემოში ცოცხალი მუსიკის და ევროპული კერძების თანხლებით ჩაიარა და სტუდენტებს ლექტორების და სკოლის ადმინისტრაციის უკეთ გაცნობის საშუალება მისცა.