სიახლეები
2016 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის (ADREE) ხელშეწყობით სამართლის სკოლამ უმასპინძლა საჯარო ლექციას საქართველოში შრომითი მედიაციის დანერგვის და პრაქტიკული განხორციელების შესახებ. ლექციას უძღვებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროსი კონსულტანტები, ექსპერტები შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხებში როჯერ ლეკური და კლოდ რიუ, რომელებიც ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის კოდექსში მედიაციის, როგორც დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის დანერგვის პროცესში.
მოხსენება შეეხო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციის მოდელს, მედიაციის პროცესის ეფექტურად გამოყენებას, მისით სარგებლობის შესაძლებლობებს და მხარეთა მომზადების სპეციფიკას.