ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


1 July 2019
სამართლის სკოლის გუნდს 4 ძალიან საინტერესო და წარმატებული მკვლევარი შემოუერთდა

ეგნატე შამუგია - 2017-2019 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ "საქართველოს რეფორმების ასოციაციაში (GRASS)", პროექტ "ფაქტ-მეტრის" (factcheck.ge) ანალიტიკოსის პოზიციაზე (საჯარო მმართველობა, საჯარო სექტორის ეკონომიკა). ასევე, 2017-2018 წლებში იკავებდა ა(ა)იპ "საუნჯეში" პროექტი "თანამშრომლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისათვის“ კონსულტანტის პოზიციას. გარდა ამისა, ეგნატე შამუგიას აქვს სხვადასხვაარასამთავრობო ორგანიზაციებთან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.

თამარ ქეცბაია - 2015-2019 წლებში იყო ა(ა)იპ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) იურისტი და პროექტ „ფაქტ-მეტრის“ (FactCheck) ანალიტიკოსი. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში, ატარებდა ტრენინგებს ადამიანის უფლებებზე.

ირინა გურგენაშვილი - 2016-2019 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ პროექტების კოორდინატორი ქალთა უფლებების და ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით. 2017-2019 წლებში პროექტ „ფაქტ-მეტრის“ (FactCheck.ge) ანალიტიკოსი და ტექნიკური რედაქტორი.

დავით ქუტიძე - 2009-2011 წლებში მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა ბეჭდურ მედიასაშუალებებში. 2013-2014 წლებში იყო პროექტ "ფაქტ-მეტრის" (www.factcheck.ge) ანალიტიკოსი, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან ამავე პროექტის კოორდინატორი და უმცროსი რედაქტორი. 2017 წლიდან 2019 წლის ივლისამდე კი, FactCheck საქართველოს მთავარი რედაქტორი.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი