ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


8 May 2023
სანდრა ელისაბედ რულოვსის საჯარო ლექცია: ანა ფრანკი

2023 წლის 5 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის მოწვევით საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, ქალბატონმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან კურსს „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“, ჩაატარა საჯარო ლექცია მიძღვნილი ანა ფრანკისადმი.

ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სტუდენტებმა ისაუბრეს ჰოლოკოსტზე, ანა ფრანკზე და გამოთქვეს მოსაზრებები, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებამ ანტისემიზმის, რასიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც აქვს ადგილი და არ იყოს ყოველივე ამის მხოლოდ მოწმე და მაყურებელი. 

ქალბატონმა სანდრამ ყველა სტუდენტს გადასცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „იდეალისტის ნაამბობი“. ლექციას ესწრებოდნენ ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და პროფესორები.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი