სიახლეები
საქართველოს უნიერსიტეტი ატარებს ოლიმპიადას მათემატიკაში V-XII კლასის მოსწავლეებისათვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა. გამარჯვებული მოსწავლეები და შესაბამისი სკოლები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. მსურველებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მისამართზე
https://ug.edu.ge/ge/matematikis-olimpiada
20 იანვრიდან 15 თებერვლამდე.
ოლიმპიადაზე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს ოლიმპიადის ჩატარების ზუსტი თარიღი ეცნობებათ 1 თვით ადრე. ოლიმპიადაზე დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ოლიმპიადის ტურების რაოდენობა, ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება დასწრებულად.