სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი, 6 და 7 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენის, ერთ-ერთი გამორჩეული მასპინძელი იყო.
როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციის პერსონალმა დეტალური ინფორმაცია გასცა, უნივერსიტეტის შეთავაზებებისა და სიახლეების შესახებ. დამსწრე სტუმრებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო მეთორმე კლასის მოსწავლეები ადგილზე დარეგისტრირდნენ, უნივერსიტეტის ტრადიციულ, ყოველწლიურ, უფასო სწავლის გათამაშებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი, წელსაც დაჯილდოვდა, როგორც ყველაზე ინტერაქციული და განსხვავებული დიზაინის მქონე მასპინძელი, საგამოფენო სივრცეში.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებულ სტუმრებს, დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის თითოეული პროგრამის, თუ სხვა შეთავაზებების შესახებ. გაეცნენ გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობებს და აგრეთვე ჩაერთნენ, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის მიერ მოწყობილ, სიმულაციურ თამაშში.