სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტი ს რექტორის, კონსტანტინე თოფურიას ინიციატივით, UG Startup Factory-ის პრე-აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული გუნდის დამფუძნებელი, სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველზე გაემგზავრება.
პროექტის გამარჯვებულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, UC Berkeley-ის სტარტაპ პროგრამაში, SkyDeck-ში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გარდა ამისა, დაესწრება 60-ზე მეტ ვორქშოპს და შეხვდება ისეთი გლობალური კომპანიების წარმომადგენლებს, როგორებიცაა: Ford, LG, Microsoft, Nvidia, Adobe, Google.
საქართველოს უნივერსიტეტის პროგრამის გამარჯვებული სტუდენტი შეძლებს შეხვდეს სილიკონის ველის ინვესტორებს და წარუდგინოს მათ საკუთარი პროექტი, რათა შეძლოს იმუშაოს მის შემდგომ განვითარებაზე გლობალური ინვესტიციების მოსაზიდად.
UG Startup Factory-ს და პრე-აქსელერაციის პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვრცლად - http://startupfactory.ug.edu.ge/