სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები, რომლებსაც თურქული ენა, როგორც სავალდებულო ენა აქვთ არჩეული, თურქეთში, ბალიქესირის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში იმყოფებიან.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბალიქესირის რექტორსა და პრორექტორებს შეხვედროდნენ. გარდა სასწავლო პროგრამისა, დაგეგმილია არაერთი კულტურული ღონისძიება, მათ შორის პერგამოსში, ეფესოში და იზმირში ექსკურსიები.
საზაფხულო სკოლის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაშიც აქტიურად გავრცელდა: